08:24 - 28 Jul, 2026
|
2022-02-01 09:59:30, 643 ნახვა
მსოფლიო
გაერო–ში აშშ–ის წარმომადგენელი – ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება, მაგრამ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, სწრაფად და ერთხმად ვიმოქმედებთ
თუ რუსეთის უკრაინაში კვლავ შეიჭრება, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იტყვის, რომ ეს აქამდე არ გვინახავს და ამის შედეგები იქნება საშინელი. – ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას–გრინფილდმა განაცხადა. ლინდა თომას–გრინფილდის თქმით, აშშ ხედავს მშვიდობის, დიალოგის გზას და არ სურს დაპირისპირება. „ჩვენ ვხედავთ მშვიდობის გზას, ჩვენ ვხედავთ დიალოგის გზას, არ გვინდა დაპირისპირება, მაგრამ ჩვენ ვიმოქმედებთ გადამწყვეტად, სწრაფად და ერთხმად, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება“, – განაცხადა თომას-გრინფილდმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)