08:23 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-30 14:11:03, 1110 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - თუ რუსეთი ისე მოიქცევა, როგორც 2008 წელს, საქართველოში, პასუხს მთელი ალიანსი გასცემს

„თუ რუსეთი ისე მოიქცევა, როგორც 2008 წელს საქართველოში და შემდეგ 2014 წელს უკრაინაში, ამასთან დაკავშირებით, პასუხს მთელი ალიანსი გასცემს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, რუსეთის აგრესიას რუსეთის სურვილების საპირისპირო შედეგი აქვს. შესაბამისად, თუ მისი აგრესია NATO-ს წევრ ქვეყანას შეეხება, მე-5 მუხლი ამოქმედდება.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას რუსეთის სურვილის საპირისპირო შედეგი აქვს. უკრაინასთან დაკავშირებით რაც უფრო მეტ აგრესიას დავინახავთ რუსეთისგან, მით მეტ სამხედროს გავგზავნით NATO-ს აღმოსავლეთში, ჩვენი ორგანიზაციის წევრების ტერიტორიაზე. ყირიმის ანექსიის შემდეგ და უკრაინაში, დონბასზე სამხედრო კონტროლის დამყარებამდე ჩვენ არ გვქონდა ალიანსის აღმოსავლეთში კონტინგენტები. 2014 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ჩვენ ჩვენს საზღვრებზე პოლონეთში და ბალტიის ქვეყნებში განვათავსეთ სამხედროები და გავზარდეთ ჩვენი კონტინენტი ბალტიისპირეთში და შავი ზღვის რეგიონში. უნდა უზრუნველყოთ, რომ ნათელი იყოს, თუ რუსეთი ისე მოიქცევა როგორც 2008 წელს საქართველოში და შემდეგ 2014 წელს უკრაინაში, მთელი ალიანსი გასცემს პასუხს. თუ აგრესია NATO-ს წევრ ქვეყანას შეეხება, მე-5 მუხლი ამოქმედდება“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics