|
2022-01-27 18:14:12, 850 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - შეერთებული შტატების პასუხში მთავარ საკითხზე პოზიტიური რეაქცია არ არის
უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წერილობით გაგზავნილ პასუხში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უპასუხა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას აღმოსავლეთით ნატო-ს არგაფართოების თაობაზე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ამ დოკუმენტში მთავარ საკითხზე პოზიტიური რეაქცია არ არის. მთავარი საკითხია ჩვენი მკაფიო პოზიცია აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომი გაფართოების დაუშვებლობისა და შეტევითი იარაღის განლაგების თაობაზე, რომელიც შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას დაემუქროს“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მიზანმიმართულად უგულებელყოფს უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს, როდესაც ერთი სახელმწიფოს მშვიდობიანი არსებობა შეუძლებელია მეორესთვის საფრთხის შექმნით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)