|
2022-01-26 10:09:57, 638 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს პერსონალური სანქციებით ემუქრება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში შეიჭრება, აშშ ვლადიმერ პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს. როგორც ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ვლადიმერ პუტინი უკრაონაში შეიჭრა, „ეს იქნება ყველაზე დიდი შეჭრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ", რაც მისივე თქმით, შეცვლის მსოფლიოს. „ის, თუ მთელი ძალებით დაიძვრება, ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეჭრა, ეს შეცვლის მსოფლიოს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში აშშ-ის ჯარების განთავსება რუსეთის პრეზიდენტზეა დამოკიდებული, თუმცა მანვე დასძინა, რომ აშშ უკრაინაში ჯარის შეყვანას არ აპირებს. „ამერიკის ან ნატო-ს ძალების უკრაინაში განთავსების განზრახვა არ გვაქვს, თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგები დადგება“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)