|
2022-01-25 14:26:27, 916 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ, დიდ დიღომში, მესამე მიკრორაიონის დასაწყისში, ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სივრცის მოწყობის სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნენ. „აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო. დიდი დიღმის მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე, რომელზეც ძველი სპორტული მოედანი მდებარეობდა და გაყიდული იყო რამდენიმე მესაკუთრეზე, რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითხოვდა. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობა მოხდა და ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა. რეკრეაციულ სივრცეში, პროექტის ფარგლებში, ამფითეატრი, ველობილიკი, შადრევანი, საბავშვო და ფიტნეს სივრცე მოეწყობა. ასევე, LED განათების სისტემა და სკვერისთვის ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება. ამასთან, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდება. მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაიგება რულონური ბალახი და სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგვება. პროექტისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარია გამოყოფილი.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)