|
2022-01-25 14:18:28, 720 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით კომპანია „გეოდე“ ექსპორტზე გასასვლელად ემზადება
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით საქართველოში წარმოებული ფეხსაცმელების ბრენდი და ონლაინ მაღაზია, „გეოდე“, ექსპორტზე გასასვლელად ემზადება. კომპანია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ნატურალური ტყავის ხელნაკეთ ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს სთავაზობს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში მოზიდული 50 000 ლარის მოცულობის ინვესტიციით კი, „გეოდე“ ადგილობრივ ნაწარმს ამერიკისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე განათავსებს. ფეხსაცმელების დიზაინი და ბიზნესის იდეა, პროფესიით მხატვარ-არქიტექტორ, ზურაბ ტურცელაძეს ეკუთვნის. ბრენდის მიზანიც, ხელოვნებიდან მიღებული ინსპირაციით, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის, კომფორტული პროდუქციის შეთავაზებაა. „გეოდე“ მომხმარებლებს მათთვის სასურველი ინიციალებით თუ წარწერით, ფეხსაცმლის უნიკალური დიზაინისა და მოდელის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. „ჩვენთვის ფეხსაცმელი განსაკუთრებული აქსესუარია, რომელიც ადამიანს კომფორტულობას, სიმსუბუქეს და თავდაჯერებულობას აგრძნობინებს. ფეხსაცმლის შექმნას აღვიქვამთ, როგორც ხელოვნებას, რომელიც მოითხოვს ბევრ დეტალს, დიდ მონდომებასა და ენერგიას. თითოეულ დიზაინს ჯერ წარმოსახვაში ვაცნობიერებთ და შემდეგ რეალობაში გადმოგვაქვს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, გვეძლევა შესაძლებლობა ეს ყველაფერი კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქცია, როგორც საკუთარი თავის და ინდივიდუალურობის გამოხატვის ერთ-ერთი გზა“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა, თამარ ხებრელაშვილმა. „საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ბიზნესის, განსაკუთრებით კი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაა. სულ მალე, ჩვენი პარტნიორის, კომპანია „გეოდეს“ მიერ საქართველოში წარმოებული, მაღალი ხარისხის პროდუქცია, საერთაშორისო ბაზრებზე იქნება ხელმისაწვდომი. მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ბიზნესის სამომავლო განვითარებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ „გეოდეს“, ჩვენ კი კვლავ ვაგრძელებთ ადგილობრივი მეწარმეებისა და ბიზნესის გაძლიერებას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)