10:48 - 28 Jul, 2026
|
2022-01-24 14:28:00, 637 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეო - სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება საელჩოს თანამშრომლების გაყვანაზე ნაადრევია
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ევაკუირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ნაადრევია. როგორც უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო სოციალურ ქსელში წერს, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება გადაჭარბებული სიფრთხილის მაგალითია. „პატივს ვცემთ უცხო ერების უფლებებს დარწმუნდნენ თავიანთი დიპლომატიური მისიის უსაფრთხოებასა და დაცულობაში, თუმცა ვფიქრობთ, რომ მსგავსი ნაბიჯი არის ნაადრევი და გადაჭარბებული სიფრთხილის მაგალითი", - წერს საგარეო უწყების პრესსპიკერი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვების მითითება მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)