10:46 - 28 Jul, 2026
|
2022-01-24 10:22:05, 848 ნახვა
მსოფლიო
ჰანს კლუგე - კოვიდ19-ის „ომიკრონ“ შტამმა შესაძლოა, ევროპაში პანდემია დაასრულოს
„ომიკრონ“ ვარიანტმა კოვიდ 19-ის პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა და შეიძლება ევროპაში მისი დასრულებაც გამოიწვიოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა. „სავარაუდოა, რომ პანდემია რეგიონში მიდი ერთგვარი ფინალური ფაზისკენ“, - განაცხადა კლუგემ და დასძინა, რომ „ომიკრონ“ ვარიანტმა მარტისთვის შესაძლებელია ევროპელთა 60% დააინფიციროს. კლუგეს განცხადებით, დაინფიცირების მაჩვენებლის ამჟამინდელი ტემპი, რომელიც „ომიკრონის“ გავრცელებითაა გამოწვეული, ვაქცინის ან გლობალური იმუნიტეტის წყალობით შემცირდება. „მოველით, რომ იქნება სიმშვიდის პერიოდი, სანამ კოვიდ 19 წლის ბოლომდე დაბრუნდება, მაგრამ პანდემიის დაბრუნება გარდაუვალი არ იქნება,“ - აღნიშნა კლუგემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)