11:52 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-19 13:03:43, 785 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში ჩავიდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება.

კიევიდან ბლინკენი ბერლინში გაემგზავრება, სადაც გერმანელ, ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებთან შეხვედრას გამართავს. პარასკევს კი სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვდება.

"მდივნის ვიზიტი და კონსულტაციები არის დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილი, რათა განიმუხტოს დაძაბულობა, რომელიც გამოწვეულია რუსეთის სამხედროების გაძლიერებითა და უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიით." -  ნათქვამია  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics