|
2022-01-18 10:05:43, 844 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი – უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება დავიწყეთ
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბელ უოლესი აცხადებს, რომ ბრიტანეთმა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება უკვე დაიწყო, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც ბელ უოლესი აღნიშნავს, ბრიტანეთის მიზანია, უკრაინას ინტერვენციის შემთხვევაში, თავის დაცვაში დაეხმაროს. „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მივაწოდოთ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვითი შეიარაღების სისტემები“, – განაცხადა ბენ უოლესმა. ამასთანავე, უოლესმა აღნიშნა, რომ სისტემების პირველი პარტია უკვე უკრაინაშია, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა რაოდენობით იარაღი ჩავიდა ქვეყანაში. თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ეს სტრატეგიული შეიარაღებაა და რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მან ასევე იმედი გამოთვა, რომ არსებულ კრიზისში დიპლომატია გაიმარჯვებს და დასძინა, რომ ყველაფერი პრეზიდენტ პუტინის არჩევანზეა დამოკიდებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)