|
2022-01-17 17:03:35, 1016 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთში დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, რომელთა შორის ქართველიცაა – პირებმა მილიონობით ევრო გაინაწილეს
პოლონეთში, პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფი „კურიერები“ აიყვანა - საქმე ეხება დანაშაულს, რომლელშიც კონკრეტულმა პირებმა მილიონობით ევრო გაინაწილეს. დაკავებულთა შორისაა საქართველოს მოქალაქეც. ამბის თაობაზე ინფორმაციას Euronews ავრცელებს. მედიის ცნობით, პოლონელმა მესაზღვრეებმა დააკავეს პოლონეთის, უკრაინის, საქართველოს სირიისა და ტუნისის ის მოქალაქეები, რომლებსაც პოლონეთი-ბელარუსის საზღვრიდან დასავლეთ ევროპის მიმართულებით, მიგრანტები უკანონოდ გადაჰყავდათ. პოლონეთის სასააზღვრო დაცვის სიტყვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, გადაყვანის სანაცვლოდ, თითოეული მიგრანტისგან 3 000 ევროს იღებდნენ. პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, დაკავებულმა პირებმა 8 700 000 ევრო გაინაწილეს. ე.წ. მოლარეებმა კი, თანხებთან დაკავშირებული საქმის ორგანიზებისთვის, 4 300 000 ევროზე მეტი მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)