|
2022-01-12 18:14:42, 2288 ნახვა
მსოფლიო
ბორის ჯონსონმა ლოკდაუნის დროს, წვეულებაზე დასწრებისთვის საჯარო ბოდიში მოიხადა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსომა კორონავირუსის პირველი ლოკდაუნის დროს, კერძო წვეულებაზე დასწრების გამო, ბოდიში მოიხადა. ამბის შესახებ BBC News იუწყება. „მინდა ბოდიში მოვიხადო. ვიცი, მილიონობით ადამიანმა წარმოუდგენელი მსხვერპლი გაიღო, უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში. ისინი თავიანთ ახლობლებსა და ნათესავებს შესაბამისად ვერ გამოემშვიდობნენ... ვიცი, იმ სიბრაზის შესახებაც, რომელსაც ჩემი და ჩემი მეთაურობის ქვეშ მყოფი ხელისუფლებისადმი გრძნობენ... მე ჩემ გულწრფელ ბოდიშს გთავაზობთ“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, გამართული წვეულება სამსახურეობრივ საქმიანობას ეხებოდა, ქვეყნის ოპოზიციური ძალები აღნიშნულ ფაქტს, მაინც აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ დროა, პრემიერმა „საცოდავი“ თავისგასამართლებელი მიზეზების ძებნა შეწყვიტოს.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)