|
2022-01-11 15:12:31, 1604 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერი 79 წლის თინათინ უკლებას გადასცა
დედაქალაქის მერმა მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერი ერთ-ერთ ბენეფიციარს, თინათინ უკლებას პირადად გადასცა. კახა კალაძის თქმით, სოციალურად დაუცველი პენსიონერები აღნიშნული ვაუჩერით წლის განმავლობაში მრავალჯერადად ისარგებლებენ. „დღეს ერთ-ერთ ბენეფიციართან, ქალბატონ თინათინთან ვიყავით. მას სიმბოლურად გადავეცით ვაუჩერი და საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც დეტალურადაა აღწერილი სხვა პროგრამებიც, რომლითაც შეუძლიათ, ისარგებლონ. ეს არის სამედიცინო გამოკვლევების პროგრამები, სხვადასხვა დაფინანსება და ა.შ. ვაუჩერით სარგებლობისთვის მთავარია, ბენეფიციარებს ჰქონდეთ ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატების ჩამონათვალი. ნებისმიერ აფთიაქში შეუძლიათ, მივიდნენ და აღნიშნული ვაუჩერი ერთი წლის განმავლობაში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოიყენონ. ეს იქნება ერთგვარი შვება მათთვის, რომ შეძლონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების შეძენა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)