|
2022-01-11 11:51:38, 1298 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - გაყიდული სამგზავრო აბონემენტების ნაწილი ერთწლიან ბარათებზე მოდის
საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ულიმიტო სამგზავრო აბონემენტების გაყიდვების ნახევარი ერთწლიან ბარათებზე მოდის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „სააბონემენტო სისტემა ნაწილია იმ სატრანსპორტო რეფორმის, რაც წამოვიწყეთ. 5 იანვრიდან გაყიდვაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ულიმიტო სამგზავრო ბარათები. გარკვეული რაოდენობა უკვე გაყიდულია და გაყიდვების ნახევარი მოდის ერთწლიან ბარათებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, მგზავრობის ინტეგრირებული სისტემა ევროპული სტანდარტია და დედაქალაქში პირველი თებერვლიდან ამოქმედდება. „ეს არის ევროპული სტანდარტი, როდესაც მგზავრები სარგებლობენ ვადიანი ულიმიტო სამგზავრო აბონემენტებით. აღნიშნული სისტემის შესახებ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. თითქოს, მგზავრობის ტარიფი გაძვირდა, რეალობა კი სხვაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლები, ასევე, 53% ადამიანებისა, რომლებიც შეღავათიანი ტარიფით/ფასით (0,2, 0,1 ლარი) და უფასო მგზავრობის უფლებით სარგებლობენ, ინტეგრირებული სამგზავრო სისტემის ფარგლებში, ნებისმიერი ტრანსპორტით გაცილებით იაფად იმგზავრებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)