|
2021-12-29 20:27:30, 1791 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - საამიროების ეროვნულ ნავთობკომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობისა და საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების საკითხები განვიხილეთ
არაბთა გაერთიანებული საამიროებში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საამიროების ეროვნული ნავთობკომპანიის (ENOC) ხელმძღვანელებთან. დელეგაციაში შედიოდნენ ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აგრეთვე სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. „ეს არის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრეიდერი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელსაც, ზოგადად, ენერგეტიკაში მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმის. კომპანია დაინტერესებულია ჩვენი დერეფნით და, აქედან გამომდინარე, ვისაუბრეთ ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე" - აღნიშნა ნათია თურნავამ. არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ნავთობკომპანია ENOC დაარსების დღიდან დუბაის მთავრობის განკარგვაშია. კომპანიის ბიზნესინტერესები მოიცავს ნავთობის და გაზის ძიება-მოპოვებას, გადამუშავებას და ვაჭრობას, სატერმინალო მომსახურებას, საავიაციო და საპოხ-საცხები მასალებით ვაჭრობას. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა შემდგომი თანამშრომლობის საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას კომპანიის კუთვნილი ნავთობპროდუქტების ევროპის ბაზარზე გატანის მიმართულებით. ითქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება მუშაობა, რომლის დროსაც შესწავლილი იქნება სამომავლო კომერციული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)