|
2021-12-26 12:34:13, 937 ნახვა
საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქტივისტი შეუძლოდ გახდა და შიმშილობა შეწყვიტა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასიური შიმშილობა მიმდინარეობს, ერთ-ერთი აქტივისტი შეუძლოდ გახდა. ექიმების ინფორმაციით, მოშიმშილე აქტივისტს არტერიული წნევის ცვალებადობა აღენიშნებოდა, რის გამოც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მას შიმშილობის შეწყვეტა მოუწია. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200-მდე ადამიანმა შიმშილობა 21 დეკემბერს დაიწყო. ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, მასობრივი შიმშილობის დაწყება მძმე გადაწყვეტილებაა, თუმცა რაც უფრო მეტი ხალხი შეუერთდება, შედეგი უფრო მალე იქნება პოზიტიური
აშშ ესპანეთის მთავრობას ევროპაში მასიური არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებს
CBS News: აშშ და ისრაელი ამზადებენ ფართომასშტაბიან თავდასხმებს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე
ირანი იმუქრება აშშ-ს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, მორიგი თავდასხმის შემთხვევაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)