|
2021-12-24 17:43:25, 2193 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სხდომა გაიმართა, რომელსაც როლანდ ბერიძე ხელმძღვანელობდა
ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სხდომა გაიმართა, რომელსაც მერი როლანდ ბერიძე ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომას, შტაბის წევრებთან ერთად მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პროექტების მართვის სამსახურის ქედის განყოფილების უფროსი გოჩა ბერიძე ესწრებოდნენ. შტაბის წევრებმა მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად შექმნილ ვითარებასა და საჭიროების შემთხვევაში გასატარებელ ოპერატიულ ღონისძიებებზე იმსჯელეს. ორდღიანი უამინდობის შემდეგ ქედაში გამოიდარა. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1,5 მეტრს აღწევს. ინტენსიურად იწმინდება, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი, ასევე სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. ტექნიკური ჯგუფების მიერ, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)