|
2021-12-23 21:39:00, 919 ნახვა
რეგიონი
აჭარაში, მედიცინის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, კოვიდ19-ის მართვის პროცესში შეტანილი წვლილისთვის 34 მედიცინის მუშაკი დაჯილდოვდა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც covid-19 -ის მართვის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის - 34 მედიცინის მუშაკი დაჯილდოვდა. მედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს და მადლობის სიგელები გადასცეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაალ მიქელაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა. ,,ჩვენს რეგიონში ყოველწლიურად, 23 დეკემბერს აღინიშნება მედიცინის დღე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, აჭარის მთავრობა მადლიერებას და პატივისცემას გამოხატავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მიმართ. დღეს დაჯილდოვდნენ კოვიდკლინიკების მედდები, კოვიდსასტუმროებისა და ვაქცინაციის გამსველი ბრიგადების ექიმები. მადლობას ვუხდით ფასდაუდებელი შრომისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში" - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. მინისტრმა ასევე 2021 წლის სამინისტროს საქმიანობა შეაჯამა და მომავლი წელს დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)