|
2021-12-23 15:46:09, 836 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩის შესახვევში გრუნტიან ტერიტორიაზე ბეტონის გზა მოეწყო
ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩა N177-თან არსებული შესახვევის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი, საყრდენი კედლები და ბორდიური მოეწყო, 1 400 კვ.მ ფართობზე კი ბეტონის გზა დაიგო. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდნენ. „ამ ტერიტორიაზე მხოლოდ გრუნტის გზა იყო, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება ძალიან უჭირდა. პირველ ეტაპზე, გამგეობის შუამდგომლობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ შეცვალა წყალსადენისა და წყალარინების ქსელი, რის შემდეგაც დავაგეთ გზის საფარი“, - აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 146 300 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
დაკავეს კაცი, რომელიც პენსიონერებს ატყუებდა და ფულს ითვისებდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)