17:37 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 17:17:29, 897 ნახვა

ეკონომიკა
ბოლნისის ახალი მუზეუმი ,,ევროპის წლის მუზეუმი - 2022"-ის ფინალურ ნომინანტად დასახელდა

ბოლნისის ახალი მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ კონკურსის – ,,ევროპის წლის მუზეუმი - 2022" ფინალურ ნომინანტად დასახელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონკურსთან დაკავშირებით  საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ბოლნისის ახალ მუზეუმში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლები და  საყდრისის კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.

დავით ლორთქიფანიძემ სტუმრებს ბოლნისის ახალი მუზეუმი დაათვალიერებინა და კონკურსის მნიშვნელობასა და ბოლნისის მუზეუმის კონცეფციაზე დეტალურად ისაუბრა.

ევროპის საუკეთესო მუზეუმებს ევროპის მუზეუმების ფორუმი 2022 წლის მაისში, ესტონეთის ქალაქ ტარტუში, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენს.

ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) დაფუძნდა 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით. ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics