|
2021-12-22 14:48:04, 820 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სხდომა გაიმართა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა შტაბის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე. უწყების ცნობით, შტაბის წევრებმა მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად შექმნილ ვითარებასა და საჭიროების შემთხვევაში გასატარებელ ოპერატიულ ღონისძიებებზე იმსჯელეს. "მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ამ დრომდე ინტენსიურად თოვს. ახალი თოვლის საფარი დაბალ ზონაში 30-40 სმ-ია, მაღალ ზონაში 60-80 სმ. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე ტრანსპორტი შეუფერხებულად მოძრაობს. დილიდან, აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ, ინტენსიურად იწმინდება სოფლებთან მისასვლელი გზები. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დაზიანების გამო, მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. ამ დროისათვის 1800 აბონენტს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. ტექნიკური ჯგუფების მიერ, მიმდინარეობს დაზიანებული ხაზების აღდგენითი სამუშაოები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)