|
2021-12-22 11:19:56, 878 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მცენარეთა გენეტიკური რესურსების შეგროვების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კულტურულ მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის, მათი შენარჩუნების, მართვის, ეფექტური გამოყენების და გენეტიკური რესუსრების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, ასოციაციას და კერძო სექტორს გააერთიანებს, სადაც ამჟამად კულტურულ მცენარეთა გენეტიკური რესურსები ინახება. უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მცენარეთა გენეტიკური რესურსების მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ბოტანიკის ინსტიტუტის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის “ელკანა“, სათესლე მასალის და სანერგეების ასოციაციის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ ეროვნული და სერთაშორისო კანონმდებლობა, მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოლექციების მიმდინარე მდგომარეობა და პერსპექტივები, ადგილობრივი და საერთაშორისო მონაცემთა ბაზები, მცენარეთა გენეტიკური რესურსების მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და მათი საქმიანობა განიხილეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მცენარეთა გენეტიკური მასალა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, არასამთავრობო ორგანიზაციასა და კერძო კომპანიებში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის გენ ბანკებში ინახება. დღეისთვის გენეტიკური რესურსების მიმართულებით არ არსებობს მონაცემთა ერთიანი ცენტრალური ბაზა და ორგანო, რომელიც გენეტიკურ რესურსებზე მომუშავე არსებულ ორგანიზაციებს კოორდინებასა და დახმარებას გაუწევს.
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)