|
2021-12-21 11:25:57, 500 ნახვა
საზოგადოება
რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო ღონისძიების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა 22 დეკემბრიდან 1–ელი იანვრის ჩათვლით იზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების გამო, 22 დეკემბერიდან პირველი იანვრის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. უწყების ცნობით, შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ მ. კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება თავისუფალი იქნება. „სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები N33, N31 და მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებენ თბილისის საკონცერტო დარბაზთან, რომლის შემდეგაც, სვლას მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით განაგრძობენ და დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მარშრუტი უცვლელი იქნება.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)