|
2021-12-20 10:07:34, 649 ნახვა
საზოგადოება
ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან ერთს სხეულის 60% აქვს დამწვარი
ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან ერთ-ერთს, სხეულის 60%-იანი დამწვრობა აღენიშნება. როგორც ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობი ცენტრი ექიმმა, თეა უროტაძემ განაცხადა, 43 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. „შემოვიდა პაციენტი, 43 წლის მაამკაცი, მისი მდგომარეობა არის მძიმე, მისი დიაგნოზია სხეულის თერმული დამწვრობა 60%, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დამწვრობა. დაწყებული აქვს ანტიშოკური მკურნალობა, მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში, ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა არის მძიმე“, - განაცხადა ექიმმა. დაშავებული სამი პირი, კი რომლებსაც მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნება, სტაციონარშია მოთავსებული. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ცნობისთვის, ვაზისუბანში გუშინ აფეთქება მოხდა. საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა.
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)