|
2021-12-18 16:09:22, 4230 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - პრემიერმა განსაკუთრებით გამოყო ენერგეტიკის დარგი, რაც ხაზს უსვამს ენერგეტიკის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის
პრემიერ-მინისტრმა თავის ანგარიშში დარგებიდან განსაკუთრებით გამოყო ენერგეტიკის დარგი, რაც ხაზს უსვამს ენერგეტიკის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის შესახებ მედიასთან საუბრისას განაცხადა. „ჩვენი ენერგეტიკული პორტფელი გამდიდრდა ისეთი ახალი, განახლებადი ტექნოლოგიებით, როგორც არის ქარის, მზის, მწვანე წყალბადის ტექნოლოგიები - ამაზე ისაუბრა პრემიერმა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი" - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, მთლიანობაში, პრემიერის ანგარიში იყო ძალიან დეტალური მიმოხილვა იმ შედეგების, რაც მთავრობამ დადო, მათ შორის, ეკონომიკური პოლიტიკაში. „მთავარი მონაპოვარი არის მშვიდობა, მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა ბიზნესისთვის, მისი თავისუფლება და კარგი საფუძველი იმისა, რომ დასაქმებაზე, სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებული პოლიტიკა გაძლიერდეს და განხორციელდეს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)