|
2021-12-17 09:20:09, 651 ნახვა
საზოგადოება
„დიდი შვიდეულის ქვეყნები“ - „ომიკრონ“ ვარიანტი მსოფლიო ჯანდაცვისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა
„დიდი შვიდეულის ქვეყნები“ აცხადებენ, რომ ამჟამად კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ ვარიანტი „გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა“. G7-ის მონაწილეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ მზად არიან განახორციელონ დეკლარაციებში არსებული დაპირებები მიმდინარე პანდემიის დასაძლევად. „დიდი შვიდეულის ქვეყნებმა“ კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ბრძოლის გზები განიხილეს და გაზი გაუსვეს „მჭიდრო თანამშრომლობის“ მნიშვნელობას, ასევე მონაცემთა მონიტორინგისა და ვაქცინაციის მნიშვნელობას. „მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება „ომიკრონს“ შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში და განიხილეს, თუ როგორ უნდა ებრძოლონ ახალ ვარიანტს. ხაზი გაუსვეს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას სიტუაციის მონიტორინგისთვის, მონაცემების გაზიარებისა და ვაქცინაციის გაზრთის მიზნით, რაც შეიძლება მეტი დაცვის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ჯანდაცვის და სოციალური დაცვის დეპარტამენტის სპიკერმა. G7-ის ქვეყნები, კერძოდ, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და იაპონია შეთანხმდნენ გამაძლიერებელი კამპანიებისა და რეგულარული ტესტირების მზრდ მნიშვნელობაზე, მუდმივ არაფარმაცევტულ ზომებთან ერთად. „მინისტრებმა გაიმეორეს თავიანთი მუდმივი მხარდაჭერა „კოვაქს“ პლატფორმის მიმართ, ვაქცინაციის გავრცელებულ გლობალური ძალისხმევისადმი ერთგულება და პანდემიის დროს ვაქცინების, თერაპიული საშუალებებისა და დიაგნოსტიკის დაჩქარების განვითარების მხარდაჭერა“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის ქვეყნების“ ერთობლივ განცხადებაში.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)