|
2021-12-16 13:25:04, 903 ნახვა
საზოგადოება
პრემია „საბას“ მეცხრამეტე დაჯილდოება 23 დეკემბერს გაიმართება
23 დეკემბერს, 23:00 საათზე, ფორმულას პირდაპირ ეთერში, ასევე საბას, „თიბისის“, არაერთი გამომცემლობისა და პორტალის FACEBOOK გვერდებზე ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს. წელს განსაკუთრებული სიახლეა - ლიტერატურულ კონკურსს დაემატა მე-10 ნომინაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დააწესა, ხოლო გამარჯვებულს ჯილდოს გადასცემენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი. როგორც ცნობილია, ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ წელს 260 კონკურსანტი მონაწილეობდა, ზაფხულში „საბას“ ჟიურიმ 43 ფინალისტი დაასახელა. გამარჯვებულებს გადაეცემათ „საბას“ პრიზი და სოლიდური ფულადი პრემიები. საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური შემდეგ 9 ნომინაციაში გამოავლენს:
ფინალისტი წიგნების სია და მათი ელექტრონული ვერსიები განთავსებულია „საბას“ ვებგვერდზე saba.com.ge. წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა - პრემია „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა. 2018 წელს „საბა“ გასცდა საქართველოს ფარგლებს, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)