|
2021-12-15 18:46:33, 651 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აიცრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში "ფაიზერის" "ბუსტერ" დოზით აიცრა. ვახტანგ გომელაურთან ერთად, ვაქცინაცია ჩაუტარდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებსაც. შინაგან საქმეთა მინისტრი ვაქცინაციის პროცესში, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანისთანავე ჩაერთო. მან, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან და სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან ერთად „სინოფარმის“ პირველი დოზა მიმდინარე წლის 5 მაისს გაიკეთა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, პროცესის დაწყებისთანავე თბილისსა და რეგიონებში, იმუნიზაციის ცენტრებში ვაქცინაციის კაბინეტები მოეწყო, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, კვირის ნებისმიერ დღეს აიცრან "ფაიზერის", „სინოვაკის" ან „სინოფარმის“ ვაქცინით. ამ ეტაპზე, სამინისტროს თანამშრომლების 80%-მდე უკვე აცრილია, მათ შორის უმეტესობა სრულად ვაქცინირებულია. მიმდინარეობს ბუსტერ დოზებით ვაქცინაციის პროცესი.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)