|
2021-12-15 18:45:11, 648 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი „ვარდისფერ სივრცეში“ კიბოსთან ბრძოლაში გამარჯვებულ ქალებს შეხვდა
ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე „ვარდისფერ სივრცეში“ „ევროპა დონა საქართველოს“ ბენეფიციარებს შეხვდა. ორგანიზაციის ბენეფიციარები არიან ქალები, რომლებიც კიბოსგან განიკურნნენ, ასევე, ისინი, ვინც ამჟამად მკურნალობის პროცესში არიან. შეხვედრის მიზანს ორგანიზაციის ბენეფიციარების მხარდაჭერა და სკრინინგის პროგრამების პოპულარიზაცია წარმოადგენდა. შეხვედრაზე ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ცენტრის საქმიანობაზე, ასევე, კიბოს სკრინინგული პროგრამების მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. მან „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტთან, ანა მაზანაშვილთან ერთად, კიბოს სკრინინგის პროგრამის უფრო ეფექტიანად განხორციელების გზები და შესაძლო ერთობლივი პროექტები განიხილა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია ბენეფიციარებმა საზოგადოებაში სკრინინგის შესახებ ინფორმაცია გაავრცელონ და კომპეტენტური პასუხები ჰქონდეთ. ასევე, ფსიქოლოგიური დახმარება აღმოუჩინონ მათ, ვინც მკურნალობის პროცესშია. ამ მიზნით, სოციალური ქსელის კამპანია - „გაუფრთხილდი სიცოცხლეს, გააზიარე სკრინინგი“, „სკრინინგი სიცოცხლისთვის“ დაიგეგმა. შეხვედრის ფარგლებში, „ვარდისფერ სივრცეში“ „ევროპა დონა საქართველოს“ ბენეფიციარების მიერ არტთერაპიის დროს შექმნილი ფერწერული ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)