|
2021-12-13 12:10:54, 557 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. უწყების ცნობით, მსოფლიო ბანკის მისიის მხარდაჭერით, საქართველოში ორი მნიშვნელოვანი პროექტია წარმოდგენილი: საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი, რომელიც უკვე ხორციელდება და ასევე იგეგმება საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგრადობის ირიგაციისა და მიწის პროექტის განხორციელება. მათივე ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა GILMDP და GRAIL პროექტების სამოქმედო გეგმები განიხილეს. ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ GILMDP პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა, სწორად შეფასდეს სარწყავი სისტემის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და განსახორციელებელი ღონისძიებების ობიექტური ანალიზი და მხარდაჭერა მოხდეს. „GRAIL პროექტთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკის მისიამ დაადასტურა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს მთავრობის ძალისხმევას სოფლის მეურნეობაში, ირიგაციასა და მიწაზე ინვესტიციების ინტეგრირებული მიდგომების შემუშავებაში ფერმერებისა და ზოგადად ეკონომიკის სასარგებლოდ, მათ შორის, კლიმატის მდგრადობას, რომელიც საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განხორციელებას შეუწყობს ხელს.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)