|
2021-12-11 13:14:48, 805 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალზე ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულებს დააჯილდოებენ
თბილისის მერიის მხარდაჭერით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს, თბილისის საბავშვო წიგნის პირველი ფესტივალი იმართება. 12 დეკემბერს, 18:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულებსაც დააჯილდოებენ. ფესტივალში საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია მონაწილეობს, რომლებიც მყიდველს, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაზე ფასდაკლებებს შესთავაზებენ. წიგნების გარდა, შესაძლებელი იქნება სათამაშოებისა და სხვადასხვა სახის გასართობ-საგანმანათლებლო პროდუქციის შეძენა. ფესტივალის მსვლელობისას, ბავშვებს წინასაახალწლო-ლიტერატურული დღესასწაული ელით: ილუსტრაციის ხატვის გაკვეთილები, თითების თეატრის წარმოდგენა, ზღაპრების კითხვა, კონცერტი და სხვა. „ნაკადულის“ ოთხ ნომინაციაზე 2020 წელს გამოცემული 13 წიგნია წარდგენილი, რომელთა შორისაც გამარჯვებულებს, საუკეთესო პროზაული, პოეტური, ილუსტრირებული და საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნის ნომინაციებში გამოავლენენ. პრემია „ნაკადულის“ მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია. საბავშვო წიგნის ფესტივალსა და „ნაკადულის“ დაჯილდოებაზე დასასწრებად, თბილისს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საბავშვო წიგნისა და ილუსტრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ჰენდრიკ ჰელიგე ეწვევა. იგი მოწვეული ექსპერტის სტატუსით, კონკურსის მსვლელობას დააკვირდება და გასცემს რეკომენდაციებს, რომელიც საქართველოში საბავშვო ილუსტრაციის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)