|
2021-12-11 10:43:48, 1081 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო - 3+3 პლატფორმაში საქართველოსთვის კარი ღია რჩება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 3+3 ფორმატში საქართველოსთვის კარი ღია რჩება და თბილისის ჩართულობით დანარჩენი 5 ქვეყნის წარმომადგენლები დაინტერესებული არიან. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათ განიხილეს შემდგომი ნაბიჯები და სამოქმედო გეგმები, სამომავლოდ პროფილური სამინისტროებისა და უწყებების შესაძლო ჩართვისთვის. "განვიხილეთ პერსპექტივები მრავალმხრივი რეგიონალური გაერთიანების. გაძლიერდა პლატფორმის მუშაობის ფოკუსი პრაქტიკულ საკითხებზე, რაც ყველა მონაწილის ინტერესშია. მათ შორისაა, ნდობის ამაღლება, გაერთიანება სავაჭრო-ეკონომიკური, ტრანსპორტის, კულტურულ-ჰუმანიტარული საკითხების მხრივ და მუქარების საწინააღმდეგოდ ერთობლივი მოქმედება. საქართველოს წარმოამდგენლებმა, რომლებიც ასევე იყვნენ დაპატიჟებული, შეხვედრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს", ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებმა გამოხატეს დაინტერესება, პლატფორმის მუშაობაში ჩაერთოს საქართველო, რომლისთვისაც "კარი" ღია რჩება", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. 3+3 ფორმატში მონაწილეობენ რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანი. 3+3 ფორმატის იდეა 2020 წლის ყარაბახის ომის შემდეგ, 10 დეკემბერს, ბაქოში აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამა ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენეს. ფორმატი გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. ფორმატში მონაწილეობის შესაძლებლობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 8 ოქტომბერს ისაუბრა. მევლუთ ჩავუშოღლუმ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მას ესმოდა თბილისის ფრთხილი პოზიცია ამ რეგიონალურ იდეასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)