|
2021-12-10 14:07:04, 646 ნახვა
საზოგადოება
რკინიგზაში მიმდინარე პროექტები და გამოწვევები - რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა პრეზენტაცია წარადგინა
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, უკვე მეორედ, ყოველწლიური კონფერენცია „შავი ზღვა - საქართველოს შესაძლებლობები და გამოწვევები“ გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს რეგიონალური მნიშვნელობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესზე, ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოებისა და სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე, შავ ზღვაზე საბორნე/ფიდერული სერვისების განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე - კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს. ღონისძიებაზე პრეზენტაცია საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა წარადგინა. დავით ფერაძემ დელეგატებს საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე პროექტები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები გააცნო. განხილული იყო შუა დერეფნის მიღწევები და განვითარების პერსპექტივები. ასევე საქართველოს, როგორც სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების შესაძლებლობები. ღონისძიების მთავარი მიზანი ევროპასთან თანამშრომლობის გაზრდა, შავი ზღვის ლოგისტიკური პოტენციალის და ახალი პერსპექტივების განხილვა იყო. კონფერენციას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)