18:30 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-10 09:56:16, 1121 ნახვა

საზოგადოება
პრემიერის გადაწყვეტილებით, ავტომობილებში გამონაბოლქვის კონტროლი 1-ელი იანვრიდან აღარ გამკაცრდება

ცვლილებები, რომლებიც ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირებისას გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრებას გულისხმობდა, 2022 წლის იანვრიდან აღარ ამოქმედდება. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

2023 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავის უქმ სვლაზე – 0,55% და ძრავის უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.55%.

2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავის უქმ სვლაზე – 0,5% და ძრავის უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.5%;

2025 წლის პირველი იანვრის შემდგომ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავის უქმ სვლაზე – 0,5% და ძრავის უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.3%.

 ტექნიკური ინსპექტირების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილი მედიასთან საუბარში ამბობს, რომ რომ არა რეგლამენტის ცვლილება, ავტომობილების 50%-ზე მეტი დახარვეზდებოდა.

„რეგლამენტში ჩადებული იყო, რომ 2022 წლიდან უნდა გამკაცრებულიყო გამონაბოლქვის კონტროლის ნორმები. რეალურად, დღევანდელი ინფორმაციით, გამონაბოლქვის ნაწილში მომავალი წლიდან არ იცვლება არაფერი. Co-ს ნაწილში ნორმა რჩება იგივე. მძღოლები მინდა დავამშვიდო, კატალიზატორის ვალდებულება მომავალ წელს არ ამოქმედდება. ნორმა შეეხება მხოლოდ იმ ავტომობილებს, რომლებიც პირველად რეგისტრაციას გაივლიან 1-ლი იანვრიდან. ანუ, თუ შემოგვყავს ახალი ავტომობილი, მხოლოდ მას მოეთხოვება კატალიზური გარდამქმნელის სავალდებულოობა." - აცხადებს ოთარაშვილი.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics