|
2021-12-10 09:17:52, 1262 ნახვა
მსოფლიო
პუტინის პოვარის სამხედრო კომპანია ვაგნერს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა
ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ და მასთან დაკავშირებული სხვა დაქირავებული მებრძოლებისა და კომპანიების მიმართ სანქციების დაწესებას. მანამდე ევროკავშირის სანქციების ქვეშ აღმოჩნდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომლის სახელსაც უკავშირდება ზემოხსენებული „ვაგნერი“ და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილებში მოქმედი რამდენიმე კერძო სამხედრო კომპანია. სანქცირებულ პირთა სიას დაემატა ალექსანდრ კუზნეცოვი, „ვაგნერის“ დაზვერვის ჯგუფის ხელმძღვანელი სირიაში, დმიტრი უტკინი, კერძო სამხედრო კომპანიის მეთაურსა და მის დამფუძნებელი და სხვები, სულ დაახლოებით 10 დაქირავებული მებრძოლი. სანქციები დაეკისრათ ასევე კიდევ სამ კომპანიას „მერკურის“, „ველადას“ და „ევრო პოლისს“, რომლებიც სირიის ხელისუფლებისათვის განკუთვნილი ენერგეტიკული კონტრაქტების შესახებ გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებდნენ.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)