|
2021-12-10 09:09:02, 1252 ნახვა
მსოფლიო
5 ქვეყანა ჩინეთის ზამთრის ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებს
პეკინში 2022 წლის თებერვალში დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 5 ქვეყანა დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს. ამერიკა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, კანადა და ლიეტუვა ჩინეთში ოფიციალურ დელეგაციებს არ გაგზავნის, თუმცა შეჯიბრებაში სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ. ბოიკოტის მიზეზი ჩინეთში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე ვითარებაა. დასავლეთში ამბობენ, რომ ჩინეთში უიღურებისა და სხვა მუსლიმი უმცირესობების უფლებები ირღვევა, ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია პროცესს გენოციდად აფასებს. ერთ-ერთ მთავარ შეშფოთებად რჩება ჩინეთის ქმედებები ჰონ კონგში, სადაც პეკინი დემოკრატიულ ძალებს დევნის. “როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტს უთხრა, ადამიანის უფლებები ამერიკელების დეენემშია. ჩვენი ფუნდამენტია დაცული იყოს ადამიანის უფლებები ყველგან მსოფლიოში, მათ შორის ჩინეთში და ჩვენ ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ. არ შევეგუებით ადამიანის უფლებების დარღვევას,”- განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ საკიმ. ვაშინგტონის პოზიციის შემდეგ, ჩინეთში დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიადას ბოიკოტი ერთმანეთის მიყოლებით დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და კანადამ გამოუცხადეს. „მე ადრეც ვთქვი და ახლა ვიმეორებ, რომ ბრიტანეთის მთავრობა არ ყოყმანობს ბოიკოტის გამოცხადების შესახებ. როდესაც მე ბოლოს ჩინეთის პრეზიდენტს ვესაუბრე მე ეს ვუთხარი, რომ ამაზე ვფიქრობდით. დიპლომატიური ბოიკოტი ზამთრის ოლიმპიადისთვის ეფექტური იქნება, რომელსაც არცერთი ჩვენი მინისტრი და დიპლომატი არ დაესწრება. სპორტული ბოიკოტი გონივრულად არ მიმაჩნია,“- თქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. შემდეგ იყო ავსტრალია, სადაც თქვეს, რომ პეკინს მათი გადაწყვეტილება არ გააკვირვებდა.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)