|
2021-12-09 13:18:12, 1131 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანისა და ხიჭაურის მოსახლეობასთან შეხეედრა გამართა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანისა და ხიჭაურის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, რეგიონის მასშტაბით კვლავ გრძელდება და მისი მიზანია ადგილობრივების საჭიროებების, პრობლემური საკითხების ადგილზე შესწავლა და მყისიერი მოგვარება. ,,ვცდილობთ მოსახლეობასთან ვიყოთ უშალო კომუნიკაციაში. შეხვედრებზე, რა თქმა უნდა ჯანდაცვის მიმართულებითაც იყო მოსახლეობის მხრიდან გარკვეული საკითხები წამოჭრილი. თუმცა იყო რიგი საკითხები, რომლის გადაჭრის კომპეტენცია მხოლოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს არ გააჩნია. შესაბამისად, ერთობლივად მოვამზადებთ რეკომენდაციებს როგორც სხვა უწყებებთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებთან მიმართებაში, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას არსებული საჭიროებები მოგვარებული“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. შეხვედრებზე მოსახლეობამ სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გაზიფიცირების პროცესის დაჩქარება და მედიკამენტების ფასების რეგულირება მოითხოვა. აღნიშნული საკითხების შესახებ რეაგირების მიზნით ინფორმაცია შესაბამის უწყებებს მიეწოდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)