|
2021-12-08 11:18:12, 517 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი John Deere -ის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამერიკული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიის - John Deere წარმომადგენლებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას კომპანიის John Deere აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონის ახალი ხელმძღვანელი ალექსეი კუზნეცოვი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე ესწრებოდნენ. უწყების ინგორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ კომპანიის წარმომადგენლებს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნო. აღნიშნული პროგრამა ფერმერებს ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას აძლევს. მათივე ცნობით, გიორგი ხანიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მიესალმება ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი ამერიკული ბრენდის „John Deere“ საქართველოში შემოსვლას. „ვფიქრობ, კომპანია „John Deere“ მცირე და საშუალო ფერმერებს საჭირო ტექნიკასთან წვდომის მეტ შესაძლებლობას მისცემს და დიდი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ხარისხიან დამუშავებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)