|
2021-12-07 16:58:43, 642 ნახვა
საზოგადოება
მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გაფართოვდება
მომდევნო 4 წლის განმავლობაში, თბილისის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გაფართოვდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის კუთხით, ჩვენ გავაფართოებთ შესაბამის პროგრამებს, მათ შორის, ონკომედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას, სკრინინგის პროგრამას, შშმ პირთა პერსონალური დახმარების სერვისებს და დავაფინანსებთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მაღალტექნოლოგიურ კვლევებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მერის თქმით, საარჩევნო დაპირების შესაბამისად, 2022 წლიდან დაიწყება თბილისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის მედიკამენტებისთვის განკუთვნილი 500-ლარიანი წლიური ვაუჩერის გადაცემაც. „როგორც იცით, ჩემი საარჩევნო დაპირება იყო თბილისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის მედიკამენტებისთვის განკუთვნილი 500-ლარიანი წლიური ვაუჩერის გადაცემა. ვაუჩერების გაცემა დაიწყება 2022 წლიდან. ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ეს ვაუჩერი გამოიყენონ წლის განმავლობაში, როგორც მოუხერხდებათ და რა საჭიროებაც ექნებათ. შეუძლიათ, აღნიშნული თანხა მთელი წლის განმავლობაში გამოიყენონ, შეუძლიათ - რამდენიმე თვეზე გაანაწილონ. არანაირი შეზღუდვა არ იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ეს და სხვა მუნიციპალური პროგრამები იქამდე იქნება პრიორიტეტული, ვიდრე დედაქალაქში სოციალური ფონი არსებითად არ გაუმჯობესდება, ჯანმრთელობაზე გაღებული დანახარჯები მოქალაქეებს ტვირთად არ დააწვებათ და ღირსეული ცხოვრების პირობები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)