|
2021-12-07 13:09:49, 805 ნახვა
საზოგადოება
GITA - ს 3000 IT სპეციალისტის გადაამზადების პროგრამა გრძელდება
3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამა გრძელდება. ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ბაზარზე არსებულ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში კვალიფიციური კადრების მომზადებას აგრძელებს. 7 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალება აქვს, დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ კურსზე, როგორიც არის: პროგრამირება, პროექტ მენეჯმენტი, Game/Mobile development, ხელოვნური ინტელექტი, დიზაინი, კიბერუსაფრთხოება, ბლოკჩეინი, ქსელები, ვირტუალიზაცია და სხვა. ჯამში 45 მიმართულება. გარდა პროფესიული ტრენინგისა, თითოეული მონაწილე გაივლის ასევე დამატებით კურსს პროდაქტ მენეჯმენტში და ფრილანსერობაში, რათა შეიძინოს საჭირო უნარები (soft skills) და შეძლოს იმუშაოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დამკვეთებთან/კომპანიებთან. კურსების უმრავლესობა მოიცავს ასევე რეალურ პროექტებზე მუშაობას. კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ კი ყველა კურსდამთავრებული მიიღებს საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდის ვაუჩერს. ტრენინგები წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე და მას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. ტრენინგების ჩატარებას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი IT ტრენინგ პროვაიდერი New Horizons უზრუნველყოფს, Space Cad-თან და თბილისის კომუნიკაციის სკოლასთან ერთად. პირველი ნაკადის მიღება 2020 წლის ნოემბერში გამოცხადდა და თავდაპირველად 500-ზე მეტი IT სპეციალისტი გადამზადდა, რომელთა უმრავლესობამ (70%) შეძლო წარმატებით ჩაებარებინა საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდა და მოეპოვებინა საერთაშორისო აღიარება. ტრენინგზე რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: www.ict.gov.ge
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)