|
2021-12-06 13:45:35, 544 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის უწყება ევროსაბჭოსგან სამედიცინო და საინჟინრო აღჭურვილობის სახით 12.75 მილიონი ევროს ღირებულების მხარდაჭერის პაკეტს მიიღებს
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა. უწყების ცნობით, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველო არალეტალურ სამედიცინო და საინჟინრო აღჭურვილობას, ასევე სამოქალაქო ტიპის მობილურობის საშუალებებს (mobility assets) მიიღებს. მხარდაჭერის პაკეტი 12.75 მილიონ ევროს შეადგენს და 36 თვეზეა გათვლილი. პაკეტის მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და იმ შესაძლებლობების განვითარებაა, რომლებიც ხელს შეუწყობს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას. „საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება გამიზნულია ქვეყნის თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გასაძლიერებლად, მათ შორის კრიზისებისა და საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო პირებისათვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობების გასაუმჯობესაბლად. უსაფრთხოების განზომილება ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა დინამიურია. ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის მიზანია, შიდა მედეგობისა და მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით, სამხედრო და თავდაცვის საკითხებში ბენეფიციარი ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერება. საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინისთვის, ევროკავშირი ასევე მიზნად ისახავს გააძლიეროს ადგილობრივი თავდაცვის ძალების შესაძლებლობები და თავსებადობა, რათა ხელი შეუწყოს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში წარმოებულ სამხედრო მისიებსა და ოპერაციებს ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტით.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)