|
2021-12-05 18:35:41, 822 ნახვა
საზოგადოება
GITA - ს ორგანიზებით, ქუთაისში პრე-აქსელერაციის პროგრამა დაიწყო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და VREX-თან თანამშრომლობით, ქუთაისში პრე-აქსელერაციის პროგრამა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში (#სრიგპ) ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დამწყები ინოვატორები გაივლიან სასწავლო კურსს, რომლის მიზანია რეგიონში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, სტარტაპ იდეების ფორმირება, განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. „აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებასა და ეკონომიკის პროდუქტიულობის დონის ამაღლებას, ადგილობრივი საწარმოების ინოვაციებისა და კვლევა-განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობის ამაღლებას, მცირე და საშუალო საწარმოების შესაძლებლობების გაზრდას, ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების გამოყენების გზით და სხვა. ინოვაციების სკოლის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები მოახდენენ გუნდების ფორმირებას კონკრეტული იდეების ირგვლივ, დაამუშავებენ საკუთარ იდეებს ისე, როგორც ტექნოლოგიური სტარტაპების სფეროში დამფუძნებლები ამუშავებენ ხოლმე, შეეცდებიან საკუთარი იდეების წინასწარ ვალიდაციას, პროტოტიპების დაგეგმვასა და სტარტაპ იდეის პრეზენტაციის ჩატარებას პოტენციურ ინვესტორებთან. ამ პროცესში, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას სტარტაპ ეკოსისტემის აქტიური წევრებისგან, სტარტაპების დამფუძნებლებისგან და ეკოსისტემის გამოცდილი პროფესიონალებისგან, რაც ხელს შეუწყობს ამ ადამიანების ჩართვას საქართველოს სტარტაპ საზოგადოებაში და ეკოსისტემის აქტიური როლის ათვისებაში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)