|
2021-12-03 12:01:06, 636 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ UN Women - გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისათვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესახებ. აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა სექსუალური ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ განსახორციელებელი რეაგირების სტანდარტებზე, პოლიციაში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე და გამოწვევებზე. „მან ასევე ხაზი გაუსვა, მართლმსაჯულების განხორციელებისას, სექსუალური ძალადობის დანაშაულების სპეციფიკური ბუნების გათავისების აუცილებლობას და ასეთი კატეგორიის საქმეებზე მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენების მნიშვნელობას. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სექსუალურ ძალადობაზე სათანადო სამართალწარმოების განხორციელება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მხრივ, სამინისტროში უკვე გადაიდგა ხელშესახები ნაბიჯები, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მიმდინარე წელს სექსუალური ძალადობის ეფექტიანი გამოძიების წარმოების თაობაზე განხორციელებული გამომძიებელთა სპეციალიზაცია, რომლის ფარგლებშიც სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულის 232 პოლიციელს სპეციალიზებული გამომძიებლის სტატუსი მიენიჭა. შინაგან საქმეთა სამინისტრო წელსაც უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან გლობალურ კამპანიას და კიდევ ერთხელ გმობს მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობის ნებისმიერ ფორმას, რაც დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ქალების სრული თანასწორუფლებიანობის მიღწევის პროცესში. აღნიშნული შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)