|
2021-12-02 15:34:02, 635 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ Z „ელექტრონავტი Xil“- ის მეგობარია
ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების მეთორმეტე ცერემონიალს „ელექტრონავტი XIl“ ფონდი ელექტრონავტი თბილისის მერიასთან ერთად დეკემბერში გამართავს. დაჯილდოების მეგობარია „თიბისი“ Z. ელექტრონავტების ვინაობას ინტერნეტ-გამოკითხვის მონაწილეების გარდა, ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური განსაზღვრავს. ჟიურიმ 9 ნომინაციაში, 200-ზე მეტი არტისტის ნამუშევარი განიხილა. წლევანდელი დაჯილდოება მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:
„თიბისი“ Z-ის მისია ახალგაზრდა თაობის უპირობო მხარდაჭერა და მათი ინტერესების შესაბამისად განვითარებაში ხელშეწყობაა. წლევანდელი წლის განსაკუთრებულ კატეგორიაში “Z არტისტი” თიბისი Z, ფულადი პრიზით, 3000 ლარით დააჯილდოვებს 25 წლამდე ასაკის, გამორჩეულ მუსიკოსს. საჯარო ხმის მიცემა 9 დეკემბრამდე არის შესაძლებელი ინტერნეტ გვერდზე www.electronauts.ge. საბოლოო ნომინანტების სია 10 დეკემბერს გახდება ცნობილი. არსებული ნომინანტები შეირჩევიან საჯარო ხმის მიცემისა და ჟიურის გადაწყვეტილების მიხედვით. გამარჯვებული ნომინანტები კი, გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიალზე, “ქართული ფილმის” დარბაზში, შეზღუდული დასწრების პირობებში, 11 დეკემბერს. დაჯილდოების ცერემონიალი ფონდის მედია მხარდამჭერის - სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გავა. საკონცერტო ნაწილში სრულიად ახალი და ნაცნობი კომპოზიციებით წარდგებიან: TAMADA, BAD HABITZ, ELLARGE , MECHANICAL RAINBOW, 4D MONSTER LOBSTERS, TOKE.
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)