21:47 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-02 14:54:02, 663 ნახვა

საზოგადოება
ბერლინში გამართულ ღვინის ფესტივალზე „RAW WINE“ მომხდარი გაუთვალისწინებელი სიტუაციის შესახებ სტატია დაიწერა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ ღვინის ფესტივალზე „RAW WINE" მომხდარი გაუთვალისწინებელი სიტუაციის შესახებ სტატია დაიწერა. - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

ინტერნეტ გამოცემაში "The Morning Claret" სტატიის ავტორი საიმონ ვულფი განმარტავს, ქართული ღვინოების ტვირთის დაგვიანების მიზეზებს.

სტატიაში საუბარია, რომ ქართულმა პრესამ და სოციალურმა მედია საშუალებებმა   არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს და ტვირთის დაგვიანებაში ბრალი ღვინის ეროვნულ სააგენტოს დასდეს, თუმცა, სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განმარტებით, ტვირთი საქართველოდან დროულად გაიგზავნა, თუმცა, გერმანიის საბაჟომ ინსპექტირების მიზნით გააჩერა და ღვინოები ამ დრომდე იქ რჩება.
 
სტატიაში საიმონ ვულფი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ დაბრკოლებისა, გამოფენაზე მაინც მოხერხდა ქართული ღვინოების წარდგენა და ამ ფაქტს ფესტივალის მიმდინარეობისთვის ხელი არ შეუშლია.
 
"რთული და სტრესული სიტუაციის მიუხედავად, ქართველი მეღვინეები მადლობას უხდიან ღვინის ეროვნულ სააგენტოს მხარდაჭერისთვის"- ინტერნეტგამოცემა The Morning Claret.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics