|
2021-12-01 16:24:10, 1104 ნახვა
რეგიონი
შუახევში, ღია სივრცე საზოგადოებისთვის ,,ქალთა ოთახის“ მიზნობრივი პროგრამის გამარჯვებულ მონაწილესთან ხელშეკრულება გაფორმდა
შუახევში, ღია სივრცე საზოგადოებისთვის ,,ქალთა ოთახის“ მიზნობრივი პროგრამის ,,მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით“ გამარჯვებულ მონაწილესთან ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ხელშეკრულებას ხელი შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ და გამარჯვებულმა კონკურსანტმა მოაწერეს. "პროექტში გამარჯვებული გუგული ბოლქვაძე, წარმოებისა და სოფლად ტურიზმის განვითარების მიზნით, სოფელ ბრილში, თიხის სახელოსნოს ,,ბრილი - არტის“ მოაწყობს. მაღალმთიან აჭარაში პროექტი წელს მეორედ ხორციელდება, რომლის ფარგლებში სულ 7 ბიზნეს-იდეა დაფინანსდა. ომარ ტაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან, პროგრამის ბიუჯეტი გაიზრდება და მეტი ქალი შეძლებს საკუთარი ბიზნესის რეალიზებას. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, გააქტიურება, სოფლად მიგრაციის შეჩერების ხელშეწყობა, ქალები, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი და თანაბარუფლებიანი წევრების განვითარების ხელშეწყობა", – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)