|
2021-11-27 12:51:48, 2688 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გერმანელი ექსპერტი დააჯილდოვა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო საინჟინრო ინიციატივის გერმანელ ლიდერს, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მედალი გადასცა. ვიცე-პოლკოვნიკმა ფრენკ აბელმა უწყებრივი ჯილდო ქართული მხარისათვის 2018 წლიდან დღემდე გაწეული დახმარებისთვის მიიღო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანელმა ექსპერტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა SNGP-ის ფარგლებში სამხედრო საინჟინრო ინიციატივის განვითარებაში. „იგი დახმარებას უწევდა ქართველ ექსპერტებს საინჟინრო ძალების განვითარების გეგმის შემუშავებაში, ასევე მისი დახმარებით კვალიფიკაციის ასამაღლებლად მოხდა ქართველი ინჟინერი ოფიცრების გადამზადება. აღსანიშნავია საინჟინრო ძალების განვითარების კონცეფციაც, რომელიც ვიცე-პოლკოვნიკმა აბელმა და ქართველმა ექსპერტებმა ერთობლივად შეიმუშავეს. მისი დახმარებით, ნატო-ს თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის (DCB TF) ფარგლებში, შემუშავდა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ სრულად დაფინანსდა სამხედრო საინჟინრო ძალების სასწავლო არეალების განვითარების პროექტი“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)