|
2021-11-24 17:23:17, 735 ნახვა
საზოგადოება
გიული ალასანია - მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს, რომ სააკაშვილი გავათავისუფლოთ, სხვა გამოსავალი არ არის
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილი ძალიან შეცვლილია. მისი თქმით, ბოლო ორ დღეში სააკაშვილმა კიდევ 1 კილოგრამი დაიკლო. "ფერმკრთალია, სუსტადაა, მაგრამ, მთავარია მისი ფსიქოლოგიური განწყობა, ძალიან მძიმეა. ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს გადატანილი. არ არის ის ძველებური ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით... მთლიანობაში არის ადამიანი ძალიან შეცვლილი. უჭირს სიარული. მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეს ადამიანი გავათავისუფლოთ - სხვა გამოსავალი არ არის. გაოგნებული ვარ, გუშინ მოვისმინე განცხადება, რომ მისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა. ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? მთელი საზოგადოების აქტიურობა არის საჭირო, არავითარი შესვენება", - განაცხადა გიული ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)