00:56 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-22 16:11:17, 819 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - აუცილებელია პროფესიული გადამზადების პროგრამები, რაც ადამიანების დასაქმებას შეუწყობს ხელს

თბილისის მერიის მიერ დაახლოებით, 5 000 ადამიანი პროფესიულად გადამზადდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში როგორც სამუშაო ადგილების, ასევე, პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა, თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

„მე ვხედავ, რომ ორი პრობლემა არსებობს. ბევრი კომპანია ეძებს თანამშრომლებს, მაგრამ კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობაა. არსებობს სამუშაო ადგილების დეფიციტიც. თბილისის მერია უსასყიდლოდ 5 000-მდე ადამიანის პროფესიულ გადამზადებას უზრუნველყოფს. პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ წარმატებით მიმდინარეობს. ზუსტად ვიცით ბიზნესსექტორი რა კვალიფიკაციის ადამიანებს ეძებს და ამ ნიშნით ვამზადებთ მოქალაქეებს. აღსანიშნავია, რომ გადამზადების კურსების გავლის შემდეგ ადამიანები დასაქმდნენ. ადამიანებს უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა პროგრამა, რაც დასაქმებაში დაეხმარებათ “, - განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics