|
2021-11-19 10:59:22, 665 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე და აშშ-ის ელჩი კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ დახურვის ცერემონიას დაესწრნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ დახურვის ცერემონიას დაესწრნენ.- ინფორმაციას შსს ავრცელებს. ალექსანდრე დარახველიძემ კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ქალი პოლიციელების როლს გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებაში ქალ-სამართალდამცველთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. 4-დღიანი კონფერენციის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის წარმომადგენლებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ქალი სამართალდამცველების მუშაობის სპეციფიკა და მათი გამოწვევები, ქალი პოლიციელების როლი გენდერული თანასწორობის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციაში, ქალი სამართალდამცველების ჩართულობის მნიშვნელობა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების, ასევე, ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები. კონფერენცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)